რამზან კადიროვი ნობელის მშვიდობის პრემიაზეა წარდგენილი

© photo: Sputnik / Said Tsarnayev / გადასვლა მედიაბანკშირამზან კადიროვი
რამზან კადიროვი - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი გასულ წელსაც იყო წარდგენილი მშვიდობისა და განვითარების ინსტიტუტის მიერ (INSPAD) დაწესებულ პრემიაზე.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მშვიდობის ნობელის პრემიაზეა წარდგენილი, იუწყება რესპუბლიკის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია „გროზნი“ ნობელის საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრის პრეზიდენტზე ვიაჩესლავ ტუტუნიკზე დაყრდნობით.

მისი განმარტებით, კადიროვი ჯილდოზე „იმ გამორჩეული ღვაწლისთვისაა წარდგენილი, რომელიც მან ბოლო 15 წლის განმავლობაში შეიტანა ისტორიულად რთულ მხარეში მშვიდობის დამყარებისა და მხარდაჭერის კუთხით“.

ტუტუნიკის თქმით, ნობელის კომიტეტში ჩეჩნეთის ლიდერის პრემიაზე წარდგენის განაცხადი შესაძლოა ნორვეგიის წარმომადგენლებს შეეტანათ. კონკრეტული სახელები თუ ორგანიზაცია კი არ ზუსტდება.

რამზან კადიროვი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2020
მზადდება პროვოკაცია კადიროვის ნიღბით: ჩეჩნური ტელეარხი ვიდეომტკიცებულებას ავრცელებს

თავად რამზან კადიროვი მიიჩნევს, რომ ნობელის პრემია ჩრდილოეთ კავკასიაში ბოევიკებთან ბრძოლის გამო დაიმსახურა. მისი თქმით, ამერიკელებისგან განსხვავებით, ნამდვილად მიაღწია წარმატებას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.

აღსანიშნავია, რომ კადიროვი 2020 წელსაც იყო ნომინირებული მშვიდობის საერთაშორისო პრემიაზე, რომელიც არასამთავრობო „მშვიდობისა და განვითარების ინსტიტუტმა“ (INSPAD) დააწესა. მაშინ პაკისტანსა და ბელგიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიები აღნიშნავდნენ, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საერთაშორისო და კონფესიათშორისი ურთიერთობების, ასევე საგანმანათლებლო და ჰუმანიტარული პროგრამების განვითარებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0