თურქი სამხედროები აზერბაიჯანში უახლოეს დღეებში გაემგზავრებიან

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშითურქეთი
თურქეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადრე ცნობილი გახდა, რომ ანკარამ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. თურქი სამხედროები აზერბაიჯანში უახლოეს დღეებში გაემგზავრებიან, სახმელეთო ჯარებმა მომზადება უკვე დაასრულეს, განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა. ამის შესახებ წერს РИА Новости.

ვითარება ყარაბაღში  - Sputnik საქართველო
მოსაზრება: თურქი მშვიდობისმყოფელები ყარაბაღში – ყოფნა–არყოფნა

თურქეთის პარლამენტმა სამხედრო მოსამსახურეების აზერბაიჯანში გაგზავნის შესახებ პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის ბრძანებულება 17 ნოემბერს დაამტკიცა.

„უახლოეს დროს ჩვენი ჯარისკაცები აზერბაიჯანში თავისი მოვალეობის შესასრულებლად გაემგზავრებიან.  სახმელეთო ჯარებმა მომზადება დაასრულეს“, - ციტირებს აკარს სააგენტო Anadolu.

11 ნოემბერს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის ცენტრის შექმნას ითვალისწინებდა, და რომ თურქეთი მონაწილეობას მიიღებს „ერთობლივ სამშვიდობო მისიაში“. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი განმარტავდა, რომ მოსკოვი და ანკარა ყარაბაღის საკითხზე მონიტორინგის ცენტრის მეშვეობით ითანამშრომლებდნენ, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსდება, ხოლო „ერთობლივ სამშვიდობო ძალებზე საუბარი არ ყოფილა“.

სიტუაცია მთიან ყარაბაღში

სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის შუამავლობით მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც 2020 წლის 10 ნოემბრიდან კონფლიქტის ზონაში ყველა სამხედრო მოქმედებები სრულად შეწყდა.

რუსი სამშვიდობოები - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: სამშვიდობო ოპერაციების რეიტინგი მთიან ყარაბაღში

შეთანხმების პირობების შესაბამისად, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, ხოლო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი მშვიდობისმყოფელები შედიან. ისინი მხარეთა გამყოფ ზოლზე და იმ დერეფნის გასწვრივ განლაგდებიან, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

ბაქომ და ერევანმა ასევე ტყვეების გაცვლაზე მოილაპარაკეს. გარდა ამისა, სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ასევე ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ავტონომიის მოსახლეობის სომხურმა ნაწილმა საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასვლა მოისურვა. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. 1992–1994 წლებში ბაქომ მთიან ყარაბაღზე და მიმდებარე შვიდ რაიონზე კონტროლი დაკარგა.

2020 წლის სექტემბერში ვითარება დაიძაბა - სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაბომბვაში დაადანაშაულეს. კონფლიქტის მხარეებმა სრული თუ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადეს, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები.

ყველა ახალი ამბავი
0