„სომხეთის ჯარისთვის“: მსოფლიოს სომხებს ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდეს

© REUTERS / Defence Ministry of Armeniaსომეხი ჯარისკაცები მთიან ყარაბაღში მიემგზავრებიან
სომეხი ჯარისკაცები მთიან ყარაბაღში მიემგზავრებიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. სომხეთის სამოციქულო ეკლესიის არცახის ეპარქიის წინამძღოლმა, არწიეპისკოპოსმა პარღევ მარტიროსიანმა მსოფლიოს სომხებს მოუწოდა, ილოცონ მათი არმიისთვის, იუწყება „Sputnik სომხეთი“.

სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე - Sputnik საქართველო
სომხეთის სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი

არცახი — ეს არის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თვითშერქმეული სახელი.

„მოვუწოდებ მთელი მსოფლიოს სომხებს, დღეს, 18:00 საათზე, შემოგვიერთდნენ ლოცვაში. ამით გამოცხატავთ ჩვენი არმიისადმი მხარდაჭერას“, — აღნიშნა არქიეპისკოპოსმა.

მისი თქმით, ყარაბაღის მეთაური არაიკ არუთუნიანი ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება და „დღეს ნამდვილად მიდის სასტიკი ბრძოლა სიცოცხლის, არსებობისა და მშვიდობისთვის“.

პარღევ მარტიროსიანმა მოუწოდა ყველა სომეხს, გამოავლინონ საერთო ნება, რაც სომხური ჯარისთვის მძლავრი მხარდაჭერა იქნება.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0