საკითხი კვლავ გადაუჭრელია: სომხეთის მოქალაქეები „ლარსზე“ იცდიან

© Sputnik / STRINGERსომხეთის მოქალქეები ზემო ლარსზე
სომხეთის მოქალქეები ზემო ლარსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი თვის წინ სომხეთის მთავრობა ანალოგიურ ვითარებაში დაეხმარა თავის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაში „ლარსის“ გავლით და ამისათვის მან ავტობუსები გამოყო

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საკონტროლო-გამშვები პუნქტ „ლარსზე“ რამდენიმე დღეა იმყოფება ოცდაათამდე სომხეთის მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები - ისინი საქართველოს ტერიტორიის გავლით სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვენ, დაუდასტურეს Sputnik-საქართველოს სომხეთის საელჩოში.

საქართველოს სახმელეთო საზღვრები კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის ექვსი თვეა დაკეტილი. საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ ისინი სამშობლოში ბრუნდებიან, და სატვირთო გადამზიდავებისათვის.

„ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე - Sputnik საქართველო
ლარსზე ჩარჩნენ სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთიდან სამშობლოში ბრუნდებოდნენ

როგორც Sputnik-საქართველოს კორესპონდენტს საქართველოს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი - ზემო ლარსი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა სომხეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით სიტუაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. საქართველოდან სომხეთის მოქალაქეების შემოსვლა-გასვლის ორგანიზება ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, ამიტომ საკითხის კომენტირება არ შეგვიძლია“, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა თამარ ანდრიაძემ.

Sputnik-სომხეთის მონაცემებით, 25 ადამიანი იმყოფება რუსეთის მხარეს, ჩმის დასახლებაში, „ლარსიდან“ 10 კილომეტრში. ისინი ჩამოვიდნენ მსუბუქი ავტომანქანებით, რომლებიც დატვირთულია პირადი ნივთებით და მათ ეგონათ, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადასვლა ნებადართულია. მათ შორის არის ექვსი ქალი და სამი ბავშვი, უამბო ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მათგანმა, ვისაც სახლში მოხვედრის იმედი აქვთ.

© Sputnik / STRINGERზემო ლარსზე ჩარჩენილი სომხეთის მოქალაქეების მანქანები და პირადი ნივთები
საკითხი კვლავ გადაუჭრელია: სომხეთის მოქალაქეები „ლარსზე“ იცდიან - Sputnik საქართველო
ზემო ლარსზე ჩარჩენილი სომხეთის მოქალაქეების მანქანები და პირადი ნივთები

„ჩვენ მივმართეთ საელჩოს, საკონსულოს, მაგრამ ჩენ გვთავაზობენ ერევნამდე ბილეთის შეძენას. ვსვამ კითხვას: ჩვენ რომ ფული გვქონოდა, ნუთუ ამხელა გზას გამოვივლიდით და აქ ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით“, - განაცხადა სამველმა.

ის აცხადებს, რომ შეკრებილ ადამიანებს ავტომობილებში სძინავთ, მათ არ იციან, რამდენ ხანს გაძლებენ ასეთ პირობებში და მათ მალე ფული გამოელევათ.

© Sputnik / STRINGERზემო ლარსზე ჩარჩენილი სომხეთის მოქალაქეების მანქანები და პირადი ნივთები
საკითხი კვლავ გადაუჭრელია: სომხეთის მოქალაქეები „ლარსზე“ იცდიან - Sputnik საქართველო
ზემო ლარსზე ჩარჩენილი სომხეთის მოქალაქეების მანქანები და პირადი ნივთები

„ვყიდულობთ იაფ ბურღულს და პურს, ჯერჯერობით ასე ვართ, ვნახოთ, მერე რა იქნება. მაგრამ ბილეთის ფული არ გვაქვს, დაბრუნებაც არ შეგვიძლია - იქ სახლი არ გვაქვს“, - ამბობს სამველი.

„ყაზბეგი“ – „ზემო ლარსის“ სასაზღვრო გადასასვლელი ერთადერთი მოქმედი სახმელეთო გზაა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

© Sputnik / STRINGERზემო ლარსზე ჩარჩენილი სომხეთის მოქალაქეების მანქანები და პირადი ნივთები
საკითხი კვლავ გადაუჭრელია: სომხეთის მოქალაქეები „ლარსზე“ იცდიან - Sputnik საქართველო
ზემო ლარსზე ჩარჩენილი სომხეთის მოქალაქეების მანქანები და პირადი ნივთები

სამი თვის წინ სომხეთის მთავრობა ანალოგიურ ვითარებაში დაეხმარა თავის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაში „ლარსის“ გავლით. ამისათვის მან ავტობუსები გამოყო და ტრანზიტის შესახებ ქართულ მხარეს შეუთანხმდა.

ამჯერად სომხეთის მოქალაქეები სამშობლოში გამგზავრებას საკუთარი ავტომობილებით მოითხოვენ.

„სომხეთის მოქალაქეების ავტობუსებით გამგზავრების საკითხი ამჯერად არც კი განიხილებოდა, მათ სომხეთში დაბრუნება მხოლოდ საკუთარი ავტომობილებით სურთ. არსებობს ავიარეისებიც, მაგრამ მათ არ უნდათ“, - განუცხადეს Sputnik-საქართველოს სომხეთის საელჩოში.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანა ნაგდალიანმა Sputnik-სომხეთის შეკითხვაზე უპასუხა, რომ „ზემო ლარსზე“ შეკრებილებს ჩარტერული რეისებით გამგზავრება მოუწევთ, სახმელეთო გზა ჯერჯერობით დაკეტილია.

თავად ერევანში კი დღეს მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა, მაგრამ იქ შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი მოითხოვს, რომ ისინი რუსეთში სამუშაოდ გაუშვან.

ყველა ახალი ამბავი
0