სომხეთი ლარსის ალტერნატივის იმედს არ კარგავს

© photo: Sputnik / Yuri Lashov / გადასვლა მედიაბანკშისარკინიგზო ბორანი
სარკინიგზო ბორანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბორნე სარკინიგზო გადაზიდვა საშიში, გაბარიტული და მძიმე ტვირთების გადაზიდვის საშუალებას იძლევა, რაც სომხური ბიზნესის გაზრდის შესაძლებლობას წარმოადგენს.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. სომეხი მეწარმეები სომხეთი–რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი მარშრუტის – საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ ალტერნატივას მიიღებენ და, ბოლოს და ბოლოს, თავისუფლად ამოისუნთქავენ, წერს „Sputnik–სომხეთი“.

რუსული კომპანია სააქციო საზოგადოება (სს) „კინოტეხი“ (Кинотех) სომხეთის სატრანსპორტო ექსპედიტორების ასოციაციასთან თანამშრომლობით 2020 წლის აგვისტოში საბორნე კომპლექსის „კავკაზი–ფოთის პორტი“ ასამოქმედებლად ემზადება, განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა ეგიშე ოვანისიანმა.

მრავალკილომეტრიანი რიგი საქართველო–რუსეთის საზღვარზე - Sputnik საქართველო
როდის გაიხსნება „მწვანე დერეფანი“ გადამზიდავებისთვის სომხეთიდან

2018 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ იმავე წლის 1 დეკემბრიდან შეჩერდებოდა მარშრუტით „კავკაზი–ფოთი–კავკაზი“ საბორნე გადაზიდვები. მაშინ „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ამ მიმართულებით ტვირთების მოცულობის შემცირებით იყო ნაკარნახევი.

ამჟამინდელი ბორანი 40 ვაგონზეა გათვლილი.

„ბორნით სარგებლობა შეუძლია ყველას, მათ შორის, ქართველ მეწარმეებს. არის საკმარისი დასახელების საქონელი, რომელთა გადაზიდვა რენტაბელურია დსთ-ის ქვეყნებში არა აზერბაიჯანის გავლით, არამედ ბორნით“, – განაცხადა ოვანისიანმა.

მისი თქმით, ქართველ კოლეგებთან გარკვეული შეთანხმებები უკვე არის. იმისთვის, რომ ბორანი ამუშავდეს, ის ორივე მიმართულებით უნდა იყოს დატვირთული. სომხეთი ორი მიმართულების დამოუკიდებლად დატვირთვას ვერ შეძლებს, რადგან ქვეყანა უფრო მეტ იმპორტს ახორციელებს, ვიდრე ექსპორტს. ამიტომ გადაზიდვების ბალანსის უზრუნველყოფა ქართულ ბიზნესს შეუძლია.

„ბორანი ფოთის პორტიდან პორტ „კავკაზში“ ცარიელი ვერ ივლის. ასე უკვე იყო და ვნახეთ შედეგები. ის ორივე მიმართულებით უნდა მუშაობდეს, რომ მოგება უზრუნველყოს. კოლეგები საქართველოდან მზად არიან, რომ პროცესში ჩაერთონ“, – განმარტა ოვანისიანმა.

მან აღნიშნა, რომ ასოციაცია ყოველთვის დაინტერესებული იყო საბორნე კომპლექსის მუშაობით. ოვანისიანის თქმით, საშიში, გაბარიტული და მძიმე ტვირთების გადაზიდვა, რომლებითაც დაინტერესებული არიან სამთო–მომპოვებელი, ენერგეტიკული და სამშენებლო დარგები, საავტომობილო გზით შეუძლებელია, ამიტომ ბორანი აქ შეუცვლელია.

ზემო ლარსი - Sputnik საქართველო
ფაშინიანი სომხური ტვირთების საქართველოს გავლით ტრანზიტში დაბრკოლებებს ვერ ხედავს

ის იმედოვნებს, რომ საბორნე კომპლექსის ამუშავება ახალ ბიძგს მისცემს ეკონომიკას და ღირსეულ კონკურენციას გაუწევს საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსს“.

„ლარსს არ შეუძლია ტვირთნაკადის უზრუნველყოფა. მას შეზღუდული გამტარუნარიანობა აქვს“, – განაცხადა ოვანისიანმა.

საბორნე გადაზიდვების ამოქმედება სომხური ბიზნესის შესაძლებლობებს გაზრდის, თუმცა, ოვანისიანი მიიჩნევს, რომ ბორანი ყველა შემთხვევაში სახელმწიფოსი უნდა იყოს, რაც საიმედო „ხიდი“ გახდება სომხეთსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარებისა და გამტკიცებისთვის.

სომხეთის ხელისუფლება 2018 წელს ბორნის ყიდვას აპირებდა. იმ მომენტში ყველაზე დიდი შანსი იყო 1976 წლის ბორნის ყიდვისა, რომლის ღირებულება 1,8 მილიონიდან 2,2 მლნ დოლარამდე იყო. პრობლემას ის ქმნიდა, რომ ბორანი შეფერხებებით მუშაობდა და მუდმივ რემონტს საჭიროებდა. ახალი ბორანი სომხეთს 10-დან 12 მილიონამდე დოლარი დაუჯდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0