„პაციენტები სუნთქავენ“ – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს მადლობას უხდის

© photo : Embassy of Armenia to Georgia / FBსომხეთს ქართველმა სომხებმა ხელივნური სუნთქვის 27 აპარატი გადასცეს
სომხეთს ქართველმა სომხებმა ხელივნური სუნთქვის 27 აპარატი გადასცეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სომხეთის საელჩოს განცხადებით, რამდენიმე ადგილობრივმა სომეხმა ქვეყანას ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 27 აპარატი საჩუქრად გადასცა.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა საქართველოში მცხოვრებ სომხებს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.  

სომხეთი - Sputnik საქართველო
პეტიციამ შედეგი გამოიღო: საქართველო სომხეთს სადეზინფექციო კაბინებით დაეხმარება

„მადლობა ჩვენს ქართველ თანამემამულეებს საქართველოდან. ამ აპარატების დახმარებით პაციენტები, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, სუნთქავენ“, – დაწერა ტოროსიანმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

გუშინ საქართველოში სომხეთის საელჩომ განაცხადა, რომ რამდენიმე ადგილობრივმა სომეხმა ქვეყანას ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 27 აპარატი საჩუქრად გადასცა.

ადრე ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Edison Tech Solutions-მა განაცხადა, რომ სომხეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება და საჩუქრად ხუთ სადეზინფექციო კაბინას საჩუქრად გადასცემს.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსი 13 675 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 4 451 ადამიანი.

სომხეთში 16 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომელიც 13 ივნისამდე გახანგრძლივდა. 18 მაისიდან ქვეყანაში მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, მოიხსნა საზკვების ობიექტების მუშაობის აკრძალვა. 4 ივნისიდან ქვეყანაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0