მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სომხეთის პარლამენტში მასობრივი ჩხუბი მოხდა: ვრცელდება ვიდეოკადრები

© Press Service of the National Assembly of the Republic of ArmeniaНациональное собрание РА
Национальное собрание РА - Sputnik საქართველო
გამოწერა
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელმა ედმონ მარუკიანმა პროსამთავრობო კოლეგებს მოუწოდა, არ მიეყენებინათ შეურაცხყოფა ოპონენტებისთვის.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს მთავრობის წევრების თანდასწრებით, იუწყება "Sputnik-სომხეთი".

გავრცელებული ინფორმაციით, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელმა ედმონ მარუკიანმა პროსამთავრობო კოლეგებს მოუწოდა, არ მიეყენებინათ შეურაცხყოფა ოპონენტებისთვის.   

ამას მარუკიანსა და მმართველი პარტიის წარმომადგენელს სასუნ მიქაელიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

არეოლობაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0