21:16 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1024)
19 0 0

COVID-19 დაამარცხა 1035-მა ადამიანმა. მკურნალობას 1312 ადამიანი გადის. ქვეყანაში სულ ჩატარებულია 24177 ტესტი

თბილისი, 3 მაისი – Sputnk. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში 2386-მდე გაიზარდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

შედარებისთვის, 2 მაისის მდგომარეობით ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენდა 2273 ადამიანს. ამგვარად, ზრდამ 113 ადამიანი შეადგინა.

გარდაცვლილია 35 ადამიანი, შაბათს ვრცელდებოდა ინფორმაცია 33 გარდაცვლილის შესახებ.

COVID-19 1035-მა ადამიანმა დაამარცხა. მკურნალობის კურსს 1312 ადამიანი გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 24177 ტესტი ჩატარდა.

სომხეთის ხელისუფლებამ 16 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო. ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდულია. მოქალაქეების და მანქანების გადაადგილების კონტროლის მიზნით მოწყობილია გამშვები პუნქტები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. სამსახურში წასვლისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა. საჯარო უწყების შემთხვევაში ასეთ ცნობას ცვლის სამსახურებრივი მოწმობა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1024)

მთავარი თემები