Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რუსეთის საელჩო ერევანში: საქართველომ სომხეთიდან რუსეთის მოქალაქეები არ გაატარა

© photo: Sputnik / Laura Sarkisyanსომხეთ-საქართველოს საზღვარი
სომხეთ-საქართველოს საზღვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთიდან საქართველოს გავლით გამგზავრება ვერ მოახერხეს. მათ უკან დაბრუნება მოუწიათ.

თბილისი, 29 მარტი - Sputnik. საქართველომ უარი თქვა, გაეტარებინა თავის ტერიტორიაზე სომხეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სახმელეთო გზით სურდათ, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ ერევანში მოქმედი რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით.

სამგზავრო ავტობუსი - Sputnik საქართველო
საქართველოს მუნიციპალიტეტებში ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა

„იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ უარი თქვა, გაეტარებინა თავის ტერიტორიაზე სომხეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სახმელეთო გზით სურდათ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მოქალაქეებს დაუყოვნებლივ ისარგებლონ ჯერ კიდევ არსებული შესაძლებლობით და სომხეთი ავიამიმოსვლის საშუალებით დატოვონ“, - ნათქვამია საელჩოს Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ადრე, 24 მარტს სომხეთიდან საქართველოს გავლით რუსეთის მოქალაქეების პირველი 24-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 18 მარტიდან ორი კვირით დაკეტა საზღვრები უცხოელთათვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0