მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სომხეთში მარჯვენასაჭიანი მანქანების შეტანა აკრძალეს, მაგრამ გამონაკლისი არსებობს

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsმარჯვენასაჭიანი მანქანა
მარჯვენასაჭიანი მანქანა  - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა პროცედურებია გასავლელი სომხეთში მარჯვენასაჭიანი მანქანების შეტანისას, ამის შესახებ სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტში გვიამბეს

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. სომხეთის ხელისუფლებამ მარჯვენასაჭიანი მანქანების შეტანა აკრძალა, მაგრამ ზოგიერთი გამონაკლისი არსებობს, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტზე დაყრდნობით.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილები: ხელისუფლების მიზანი – ალთას, მიღებული შედეგი – ბალთას >>

სომხეთში მარჯვენასაჭიანი მანქანების შეტანა ახლა შესაძლებელია ორი საბაჟო პროცედურის გავლით - „გადამუშავება საბაჟო სივრცეში“ და „გადამუშავება შიდა მოხმარებისთვის“.

პირველ შემთხვევაში, იმპორტიორმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება საჭის გადატანის მომსახურებაზე და მასთან დაკავშირებული ხარჯები. ამ შემთხვევაში იმპორტის ნებართვის მიღება შესაძლებელია როგორც საბაჟო ტრანზიტამდე, ისე მის შემდეგ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
როდიდან აიკრძალება მარჯვენასაჭიანი ტაქსები თბილისში

ნებართვის მიღების შემდეგ, იმპორტიორი წარადგენს დეკლარაციას, რის შემდეგაც საბაჟო პუნქტში მანქანის გატარება ხდება.

„შიდა მოხმარებისთვის გადამუშავების“ შემთხვევაში მანქანების განბაჟება განხორციელდება მოქმედი საბაჟო ტარიფებით, თუ კი განმცხადებელი დარწმუნებულია, რომ საჭის გადატანას 30-დღიან ვადაში შეძლებს. ამ შემთხვევაში იმპორტიორი ასევე წარადგენს წინასწარ საბაჟო დეკლარაციას, ასევე განცხადებას, რომელსაც საჭის გადატანის მომსახურების ხელშეკრულება და შესაბამისი ხარჯები იქნება თანდართული.

თუ იმპორტიორი ვერ მოასწრებს 30-დღიან ვადაში საჭის გადატანას და დოკუმენტების გაფორმებას, მანქანა განბაჟდება ახალი ტარიფებით, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს.

ადრე ქვეყნის ხელისუფლებამ სომხეთში მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი აკრძალა. შედეგად ავტოდილერებს საჭე საქართველოს ტერიტორიაზე გადაჰქონდათ და მანქანა ამის შემდეგ მიჰყავდათ სომხეთში. მაგრამ დეკემბრის დასაწყისში ნება დართეს, მაგრამ შემდგომში საჭის გადატანის პირობით.

ყველა ახალი ამბავი
0