მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ბრატისლავაში შეხვდნენ

© photo: Ministry of Foreign Affairs of Armenia / FBაზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრატისლავაში
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრატისლავაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგი შეხვედრა 2020 წლის დასაწყისში უნდა გაიმართოს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ზოგრაბ მნაცაკანიანი და ელმარ მამედიაროვი ბრატისლავაში (სლოვაკეთი) შეხვდნენ ერთმანეთს, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. 

ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების მოლაპარაკებები 4 დეკემბერს გაიმართა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი შუამავლობით. 

„შეხვედრისას განხილული იყო პროგრამები შერიგებისა და ნდობის განმტკიცების ღონისძიებების შესახებ. ასევე მიღწეულია შეთანხმება ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე მომავალი წლის დასაწყისიდან“, — ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში. 

მხარეები ასევე შეეხნენ ჟურნალისტების ვიზიტებს სომხეთსა და აზერბაიჯანში და აღნიშნეს, რომ ამან, მართალია, მოკრძალებული, მაგრამ მაინც დადებითი შედეგი მოიტანა. 

მინისტრები შეთანხმდნენ – განაგრძონ ერთობლივი მუშაობა ანალოგიურ ფორმატში.

ყველა ახალი ამბავი
0