ზემო ლარსი დღეს: საზღვარზე 500-მდე ავტომობილი საცობში დგას

© Sputnik / Alex Shlamovზემო ლარსი
ზემო ლარსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმოქმნილი საცობის მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე გზის სარემონტო სამუშოებია

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საკონტროლო-გამშვები პუნქტ "ზემო ლარსზე" ორივე მხრიდან 500-ზე მეტი ავტომობილი საცობშია, იუწყება "Sputnik საქართველო.

საქართველოს სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

მცხეთა-გუდაური-სტეფანწმინდის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრზე 7-9 აგვისტოს პერიოდში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება. დროის დანარჩენ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„რუსეთ-საქართველოს მიმართულებით და პირიქით 500-დე ავტომობილი საცობში დგას. საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, გამშვებ-პუნქტთან ავტომობილების დიდი რიგი გაჩნდა", - ნათქვამია საბაჟოს განცხადებაში.

ავტომობილები, რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ნეიტრალურ ტერიტორიაზე საცობში ხვდებიან, რადგანაც საქართველოს ტერიტორიაზე გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ყველა ახალი ამბავი
0