მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოდან საწვავის ავზით პიროტექნიკის გატანას ცდილობდნენ

© photo: Sputnik / Hikmet Orhunწითელი ხიდი
წითელი ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან აზერბაიჯანში მიმავალი აზერბაიჯანის მოქალაქე გააჩერეს საზღვარზე კონტრაბანდული ტვირთით, რომელიც დოკუმენტებში არ იყო მითითებული

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. აღკვეთილია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კონტრაბანდული გზით პიროტექნიკული პროდუქციის შეტანის მცდელობა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

დასავლეთ რეგიონული საბაჟო სამმართველოს ოპერაციათა და გამოძიებათა დეპარტამენტში შესული ინფორმაციის საფუძველზე, „წითელი ხიდის“ საბაჟოზე გააჩერეს და შეამოწმეს Volkswagen Golf-ის მარკის ავტომობილი, რომელიც საქართველოდან აზერბაიჯანში მიემართებოდა და რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა.

სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, გასაუბრებისას მოქალაქემ განაცხადა, რომ მასსა და მის სატრანსპორტო საშუალებაში საბაჟო კონტროლისგან დამალული ნივთები არ არის.

თუმცა, ავტომობილის საწვავის ავზში შემოწმებისას აღმოჩენილია Mega Black Devil и 160 - Magic shots-405-ის მარკირების მქონე 600 ერთეული პიროტექნიკური საშუალება.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0