15:23 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანმა მოსკოვსა და თბილისს პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა

© Sputnik / Denis Aslanov
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
276 0 0

ტვირთების ძირითადი ნაწილი სომხეთიდან რუსეთში საქართველოს გავლით შედის

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობას სომხური პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა, იუწყება РИА Новости.

„ჩვენი ძირთადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორები რჩებიან ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, რუსეთი, შემდეგ კი ევროკავშირის ქვეყნები. ამ კონტექსტში მინდა განვაცხადო, რომ სომხური პროდუქციის ექსპორტისთვის კომუნიკაციების ნორმალური ფუნქციონირების თემა ყოველთვის იყო რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობასთან ჩვენი შეხვედრების დღის წესრიგში“, - განაცხადა ფაშინიანმა ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე.

სომხური პროდუქციის ექსპორტის საკითხი პრემიერს არაერთხელ აქვს განხილული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, გარდა ამისა, კონკრეტული შეთანხმებები მიღწეულია აპრილის ბოლოს რუსეთის მთავრობის მეთაურის, დმიტრი მედვედევის ერევანში ვიზიტის დროს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს რუს და ქართველ პარტნიორებს შეთანხმებების რეალიზაციისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, და იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ექსპორტის კომუნიკაციები საიმედოდ ფუნქციონირებს და მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

საკონტროლო-გამშვები პუნქტ „ზემო ლარსზე“ გადის ერთადერთი სახმელეთო გზა, რომელიც სომხეთსა და რუსეთს აკავშირებს. რუსეთიდან სომხეთში ტვირთების გადაზიდვების უმეტესობა - 80% - „ზემო ლარსის“ გავლით ხორციელდება.

სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს რუსეთსა და სომხეთს შორის ტვირთბრუნვამ 1,97 მილიარდი დოლარი შეადგინა და 2017 წელთან შედარებით 12,7%-ით გაიზარდა, აქედან რუსეთის ექსპორტმა სომხეთში - 1,34 მილიარდი დოლარი, ხოლო იმპორტმა - 0,63 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარ-მარტში რუსეთსა და სომხეთს შორის საქონელბრუნვამ 464 მილიონი დოლარი შეადგინა (რუსულმა ექსპორტმა - 309,9 მილიონი დოლარი, იმპორტმა - 154,5 მილიონი დოლარი).

მთავარი თემები