15:20 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები

ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი სამხედროები წვრთნებისთვის ემზადებიან

© photo: Ministry of Defense of Azerbaijan
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
56 0 0

ბაქოში რეგიონის დიდი ეკონომიკური პროექტების უსაფრთხოებისკენ მიმართული წვრთნების ორგანიზებაზე იმსჯელეს.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო მოსამსახურეები ემზადებიან ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო წვრთნებისთვის Eternity-2019 კომპიუტერული მხარდაჭერით, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები თავდაცვის სფეროში ინტენსიური 2014 წლიდან გახდა, როდესაც გაიმართა პირველი წვრთნები Eternity, რომლებიც ტარდება სხვადასხვა რეგიონული ეკონომიკური პროექტების უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად ზომების შემუშავების მიზნით.

სწავლების მოსამზადებლად ბაქოში გუშინ გაიმართა დაგეგმილი კონფერენცია სამი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მონაწილეობით. კონფერენციაზე წვრთნებთან დაკავშირებული ამოცანები და საკითხები განიხილეს.

საქართველომ და აზერბაიჯანმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი>>

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და სამხრეთის გაზის დერეფანი.

მთავარი თემები