საკითხი მოგვარებულია: აზერბაიჯანმა დავით-გარეჯის მონასტრისკენ გზა გახსნა

© Photo: courtesy of Miho Neimanდავით-გარეჯი
დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთზე დელიმიტაციის პროცესი გაგრძელდება.

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. მოლაპარაკებამ საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის შედეგი გამოიღო – აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართველი მომლოცველებისა და სასულიერო პირებისთვის დავით-გარეჯის კომპლექსის ტერიტორიაზე უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გახსნეს, იუწყება პირველი არხი. მონასტერი საზღვრის სადავო მონაკვეთზე მდებარეობს.

მომლოცველებს უდაბნოს მონასტერთან არ უშვებენ - აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გზა გადაკეტეს >>

ინფორმაცია დავით-გარეჯში არსებულ ვითარებაზე თავდაპირველად მასმედიაში მონასტრის არქიმანდრიტის კირიონის (ონიანი) ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა. მისი თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან სამი დღის წინ გადაადგილების ამკრძალავი ნიშნების დაყენება დაიწყეს.

არქიმანდრიტმა ეს მოვლენები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას დაუკავშირა, რომ აუცილებელია საზღვრის სადავო მონაკვეთებზე რაც შეიძლება მალე შეთანხმება და დელიმიტაციის პროცესის დასრულება. ეს საკითხი მან აზერბაიჯანში ვიზიტის დროს დასვა.

„ეს ინფორმაცია როგორც კი შევიტყვეთ, ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგებთან მყისიერი კომუნიკაცია დამყარდა. საუბარი მქონდა ჩემ კოლეგასთან. სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია. ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ გახსნას პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის ყველა სადავო მონაკვეთზე დელიმიტაციასთან დაკავშირებული საკითხების ინტენსიური განხილვა მომავალშიც გაგრძელდება.

სალომე ზურაბიშვილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: „სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს...“

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა.

„ჩვენ ამაზე მსჯელობა უახლოეს დღეებში გვექნება და პროცესი დაიწყება. იმედი გვაქვს, ეს საკითხი ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით აუცილებლად მოგვარდება. მსგავსი ინციდენტები პირველი არ არის. თქვენ იცით, რომ ამის შესახებ ინციდენტები იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ითქვას, რომ აქტიური კომუნიკაციის შედეგად აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად ეს პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევრადუდაბნოში მდებარეობს. კომპლექსის ნაწილს აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს.

რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საკითხში >>

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება.

ქართულ ისტორიაში დავით–გარეჯს განსაკუთრებული ადგილი უკავია. საქართველოში არსებობს თქმულება, რომ გარეჯის უდაბნოს მონახულება იერუსალიმში მომლოცველობას უდრის.

ყველა ახალი ამბავი
0