აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქეები შეიწყალეს

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიციხის კარი, არქივის ფოტო
ციხის კარი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეწყალების შესახებ განკარგულებას, რომელიც 431 ადამიანს შეეხო, მათ შორის 14 უცხოელს

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლდება აზერბაიჯანის ციხიდან პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ხელმოწერილი შეწყალების შესახებ ბრძანებულების საფუძველზე, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

შეწყალების შესახებ ბრძანებულება ასევე შეეხო რუსეთის ორ მოქალაქეს, ნიგერიის ორ მოქალაქეს, ასევე თურქეთის, ირანის, უზბეკეთის, ჩინეთის, კამერუნის, ინდოეთის, ბელარუსის მოქალაქეებს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა

დოკუმენტი დარჩენილი სასჯელისგან ათავისუფლებს 399 ადამიანს, მთლიანობაში კი 431 ადამიანს ეხება. სასჯელის შერბილება შეეხო ასევე ერთ პატიმარს, რომელსაც სამუდამო პატიმრობა 25-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს, ორ პატიმარს კი უვადო სასჯელი 20 წლით თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა.

კიდევ ერთი ადამიანი გათავისუფლდა გადავადებული სასჯელის მოხდისგან. გარდა ამისა, 11 პირს პირობითი სასჯელი მოეხსნა, ერთი მსჯავრდებული საზოგადოებრივი სამუშაოებისგან გათავისუფლდა, ხოლო 12 პირს ჯარიმები ეპატიათ.

ყველა ახალი ამბავი
0