სომხეთი ქართულ-სომხური ფულადი ფონდის შექმნის წინადადებით გამოდის

© Sputnik / Vladimir Umikashviliვიდეოხიდი თბილისის ერევანი
ვიდეოხიდი თბილისის ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტებმა საქართველოდან და სომხეთიდან ერევანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შეაჯამეს და საინტერესო წინადადება წამოაყენეს.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. „ადამიანის განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ თავმჯდომარემ ტევან პოღოსიანმა Sputnik-ის მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართული ვიდეოხიდის თბილისი-ერევანი მსვლელობისას წამოაყენა იდეა, რომ შეიქმნას ქართულ-სომხური ფონდი, რომელიც სხვადასხვა პროექტს განახორციელებს.

სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი - Sputnik საქართველო
„ერთად გაცილებით მეტი შეგვიძლია“ - რა გზავნილები მიაწოდა ზურაბიშვილმა სომხეთს

ვიდეოხიდი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის შედეგებს მიეძღვნა. ზურაბიშვილმა ერევანში შეხვედრები გამართა სომხეთის ხელმძღვანელობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ასევე სომხეთის კათოლიკოს გარეგინ მეორესთან.

„ჩვენ (სომხეთი და საქართველო) ხანდახან სხვადასხვა დონორზე ვართ დამოკიდებული. მოვა ვინმე დონორი გარედან, გააკეთებს რეგიონულ პროექტს და ჩვენ სადღაც შევხვდებით ერთმანეთს. იმედი მაქვს, რომ გვექნება პროექტები პრაქტიკულ დონეზე. და რატომ არ უნდა შევქმნათ რამე სახის ერთობლივი სომხურ-ქართული ფონდი, რომელიც ჩვენსავე პროექტებს დაეხმარება? ამ ფონდს უხელმძღვანელებენ თბილისიდანაც და ერევნიდანაც - ქართველები და სომხები, და არავინ სხვა არ მოვა ჩვენთან სალაპარაკოდ. რეალურად უნდა გავაკეთოთ ის, რაც გვჭირდება, რაც საინტერესოა", – განაცხადა პოღოსიანმა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliტევან პოღოსიანი
სომხეთი ქართულ-სომხური ფულადი ფონდის შექმნის წინადადებით გამოდის - Sputnik საქართველო
ტევან პოღოსიანი

ვიდეოხიდში, პოღოსიანის გარდა, მონაწილეობდნენ - ერევნიდან ექსპერტი ქართულ-სომხური ურთიერთობების საკითხებში ჯონი მელიქიანი, თბილისიდან - სომხეთში საქართველოს პირველი ელჩი, სამცხე-ჯავახეთის ექს-გუბერნატორი გიგლა ბარამიძე.

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიგლა ბარამიძე
სომხეთი ქართულ-სომხური ფულადი ფონდის შექმნის წინადადებით გამოდის - Sputnik საქართველო
გიგლა ბარამიძე

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. იმ დროიდან ქვეყნები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0