06:11 24 თებერვალი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0162
  • 100 RUB4.0543
  • USD2.6598
აზერბაიჯანში ახალი ავტოქარხანა აშენდება

აზერბაიჯანში ახალი ავტოქარხანა აშენდება

Sputnik / Murad Orujov
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
127 0 0

აზერბაიჯანში აწყობილი „გაზის“ მარკის ავტომობილების ექსპორტი საქართველოსა და ირანში განხორციელდება

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. აზერბაიჯანში, ჰაჯიქაბულის სამრეწველო რაიონში ახალი ავტოქარხნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

ახალ ქარხანაში აიწყობა მსუბუქი კომერციული ავტომობილები „გაზელ ნექსტი" და „გაზელ ბიზნესი", ასევე საშუალოტონიანი სატვირთო „გაზონ ნექსტი“, სასწრაფო დახმარების მანქანები და მიკროავტობუსები - სულ 12 დასახელების სატრანსპორტო საშუალებები.

აზერბაიჯანი თავისი ავტომობილების გასაღებას საქართველოში გეგმავს >>

ახალ ავტოქარხანაში, რომელიც კომპანია AzerMash-ს ეკუთვნის, სავარაუდო ინვესტიციების მოცულობა 14 მილიონ მანათს შეადგენს.

ავტომობილების გამოშვების დაწყება 2020 წლის ზაფხულში იგეგმება.

ვარაუდობენ, რომ ყოველწლიურად საწარმოში აიწყობა ათასამდე ავტომობილი, რომლის რეალიზება აზერბაიჯანის გარდა, საქართველოსა და ირანში იგეგმება.

მთავარი თემები