17:57 17 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
გრიპის აფეთქება

სომხეთში ქალი გრიპისგან გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Alexander Kondratyk
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს–2018 (1694)
96 0 0

საქართველო-სომხეთის საზღვარზე კარანტინი არ იქნება, რადგან გრიპი ორივე ქვეყანაშია გავრცელებული

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. წლის დასაწყისიდან სომხეთში გრიპისგან გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, განუცხადა ჟურნალისტებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა არტავაზდ ვანიანმა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

მისი თქმით, გრიპისგან ერთი ქალი გარდაიცვალა - ის საავადმყოფოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს. ფილტვების ანთებით და სხვა გართულებებით კიდევ რამდენიმე ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებებში მოთავსებულია.

საქართველოში H1N1 მძვინვარებს: „ტამიფლუს" მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ >>

წლის პირველ დღეებში პოლიკლინიკებს 1251 ადამიანმა მიმართა, გასულ წელს - 967-მა, აღნიშნა ვანიანმა.

„ძირითადად ვრცელდება А ტიპის გრიპი (90%) და მხოლოდ ერთი პროცენტი B ტიპის. თუმცა საზღვარზე კარანტინის შემოღების საჭიროება არ არსებობს, რადგან ვირუსი გავრცელებულია როგორც სომხეთში, ისე საქართველოში“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ადამიანები არ მიმართავენ ექიმებს და მდგომარეობას უკიდურესად ამძიმებენ.

„არსებობს დაავადების შემთხვევების მატების ტენდენცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დაიხუროს სკოლები და საბავშვო ბაღები. გუშინ მთელ ქვეყანაში 430-ზე მეტი ბავშვი არ გაუშვეს სკოლაში. ზოგიერთ სკოლაში გათბობის პრობლემაა, თუმცა სიტუაცია თანდათან რეგულირდება“, - განაცხადა ვანიანმა.

მისი თქმით, ბავშვებს შორის გარდაცვალების ფაქტები არ დაფიქსირდა, თუმცა არსებობს რამდენიმე მძიმე შემთხვევა.

საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1 მძვინვარებს. ვირუსის გართულების გამო უკვე 15 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით გადაიდო სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში და თბილისის საბავშვო ბაღებში.

„გრიპი არ მაქვს“ - საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტები დაამშვიდა >>

ქვეყანაში ეპიდემია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს პირველი სიმპტომებისთანავე მიმართონ ექიმს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ მოქალაქეებს უფასოდ, ექიმის დანიშნულების საფუძველზე გადაეცემათ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი თებერვალ-მარტში გრიპის ვირუსის ახალ აფეთქებას არ გამორიცხავს. სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის აცრის ჩატარებას ურჩევენ.

თემები:
მსოფლიო დღეს–2018 (1694)

მთავარი თემები