პოლიციის პოლკოვნიკმა ბანკიდან ასობით ათასი დოლარი გაიტაცა - ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsსომხეთის პოლიციის თანამშრომლები
სომხეთის პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოროტმოქმედმა პოლიციელი და დაცვის სამსახურის თანამშრომელი მოკლა

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მამაკაცმა, რომელიც ერევანში ბანკის ძარცვაშია ბრალდებული, რომლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, სხვადასხვა ვალუტაში ასობით ათასი დოლარის ექვივალენტის თანხა გაიტაცა, იუწყება РИА Новости სომხეთის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე დაყრდნობით.

სამ მაისს პოლიციამ გაანეიტრალა მამაკაცი, რომელიც ერევანში HSBC ბანკის ფილიალში შეიჭრა. მამაკაცი იყო შეიარაღებული დანით, ხელყუმბარით და თოფით. პოლიციის პრესსამსახურის მონაცემებით, მამაკაცმა დაჭრა პოლიციელი და დაცვის სამსახურის ორი წევრი. ბანკის დაცვის ერთი თანამშრომელი და პოლიციელი დაიღუპნენ. თავდამსხმელი პოლიციის პოლკოვნიკი აღმოჩნდა.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბრალდებულმა, რომელიც ბანკის თანამშრომლებისგან 500 000 დოლარს მოითხოვდა, კარაბინიდან დაცვის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი მოკლა, მეორე კი დანით დაჭრა. 

„მან ბანკიდან გაიტაცა 73,2 მილიონი დრამი (163,2 ათასი დოლარი), 110 000 აშშ დოლარი, 39 690 ევრო, 242 240 რუბლი, 8 000 გირვანქა სტერლინგი, 3 000 კანადური დოლარი, 200 ავსტრალიური დოლარი და არაბეთის გაერთიანებული საამიროების 700 დირჰამი“, — ნათქვამია სომხეთის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ლიბერთი ბანკი - Sputnik საქართველო
ოზურგეთში „ლიბერთი ბანკის“ ექსპრესცენტრს ნიღბიანები თავს დაესხნენ

უწყებაში აღნიშნეს, რომ ბრალდებულმა სასიკვდილოდ დაჭრა პოლიციელი, რომელიც მას დაედევნა, შემდეგ კი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ის გაანეიტრალეს.

პოლიციის პოლკოვნიკს წარედგინა ბრალდება მუხლებით „ყაჩაღობა განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ქონების მითვისების მიზნით“, „ყაჩაღობასთან დაკავშირებული ორი და მეტი პირის მკვლელობა“, „იარაღის უკანონო ტარება“. აღნიშნულ დანაშაულზე მაქსიმალური სასჯელი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0