რა ხდება სომხეთში: ბოლო ცნობები

© Official site of the President of RAპრემიერ-მინისტრ კარეენ კარაპეტიანმა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარკისიანს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა
პრემიერ-მინისტრ კარეენ კარაპეტიანმა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარკისიანს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის პრემიერის მოვალეობების შესრულება კარენ კარაპეტიანს დაეკისრა

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. სომხეთის პირველი ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ მთავრობის ორშაბათის რიგგარეშე სხდომის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.

მანამდე სერჟ სარგსიანის მთავრობაში კარაპეტიანი პირველი ვიცე-პრემიერის პოსტზე დაინიშნა. სომხეთის საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლამდე კარაპეტიანი პრემიერის პოსტს იკავებდა (2016 წლის სექტემბერი — 2018 წლის 9 აპრილი).

სერჟ სარქისიანისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხევდრა - Sputnik საქართველო
სერჟ სარქისიანი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ სომხეთის საპარლამენტო ფრაქციებმა შვიდდღიან ვადაში სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე საკუთარი კანდიდატები უნდა წარადგინონ.  შესაბამისი დებულება სომხეთის კონსტიტუციის 149-ე მუხლის მესამე პუნქტშია დაფიქსირებული.

ფრაქციებს საკუთარი კანდიდატების წამოყენების უფლება გააჩნია. მთავრობის მეთაური ეროვნული კრების დეპუტატთა ხმების უმრავლესობით აირჩევა.

იმავე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი არ აირჩევა, კენჭისყრიდან შვიდ დღეში ტარდება პრემიერის ახალი არჩევნები, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც პარლამენტარების ერთი მესამედის მხარდაჭერა გააჩნიათ. თუ პარლამენტარების ხმათა უმრავლესობით პრემიერს ვერ აირჩევენ, ეროვნულ კრებას გაიწვევენ.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში მთავრობის წევრები მოვალეობების შესრულებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე აგრძელებენ.

სარგსიანი პრეზიდენტის პოსტზე ორჯერ იყო არჩეული — 2008 და 2013 წლებში. 2018 წლის 17 აპრილს სარგსიანი მთავრობის მეთაურად ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ აირჩიეს. ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, რომელიც 9 აპრილს ამოქმედდა, მთავრობის მეთაურის ხელში ქვეყანაში რეალური ძალაუფლება იყრის თავს.

13 აპრილიდან სომხეთში საპროტესტო აქციებს ატარებდა მოძრაობა „ჩემი ნაბიჯი“ საპარლამენტო ფრაქციის ბლოკ „ელკის“ ლიდერთან ნიკოლ პაშიანიანთან ერთად. კვირას, 22 აპრილს სარგსიანი შეხვდა პაშინიანს, თუმცა დიალოგი მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ მათ აქ მხოლოდ სარგსიანის გადადგომაზე სალაპარაკოდ არიან მოსულები. ამ სიტყვების შემდეგ პრემიერმა შეხვედრის ადგილი დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0