საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს წერილებით მიმართეს

© photo: Sputnik / Murad Orujovაზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ბაქოში
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მაღალი დონის ურთიერთობები, ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლის გარდა, რეგიონში თანამშრომლობისა და განვითარების ფუნდამენტს ქმნის.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იუბილესთან — 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიხეილ ჯანელიძემ და ელმარ მამედიაროვმა ერთმანეთს მისალოცი წერილებით მიმართეს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.

ჯანელიძემ წერილში კმაყოფილება გამოთქვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთგაგებასა და შორსმჭვრეტელობაზე დაფუძნებული მაღალი დონის მყარი პარტნიორული კავშირებისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების გამო.

ვიდეოხიდი ბაქო-თბილისი - Sputnik საქართველო
ისტორიკოსი: ქართველები და აზერბაიჯანელები სირთულეებს ერთად უმკლავდებოდნენ

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის გაღრმავდება სტრატეგიული პარტნიორობა და მომავალში უფრო დიდი შედეგები იქნება მიღწეული. გარდა ამისა, მან კმაყოფილება გამოხატა ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის გამო, რაც მიმართულია მრავალმხრივ ფორმატებში და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და საერთო ინტერესების წახალისებაზე.

მამედიაროვმა თავის წერილში აღნიშნა, რომ გასული 25 წლის განმავლობაში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში არსებითი განვითარება შეინიშნება.

მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მტკიცე და პრინციპულ პოზიციას ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში, რაც ეფუძნება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ერთობლივი სტრატეგიული პოლიტიკის ეფექტურობის თვალსაჩინო მაგალითია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება.

ყველა ახალი ამბავი
0