აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა ბაქოში ტერაქტი აღკვეთეს

© photo: Sputnik / Vladimir Pirogov / გადასვლა მედიაბანკშისპეცოპერაცია
სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, ტერაქტის მოწყობა უცხოეთიდან იგეგმებოდა რელიგიურ-ექსტრემისტული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა სპეცოპარაცია ჩაატარეს და გაანადგურეს დაჯგუფება, რომელიც ბაქოში მიმდინარე მიტინგზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა, იუწყება Sputnik–Азербайджан ქვეყნის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით.

პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია თბილისში: დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტი განჯიდან

ძალოვანი უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დაჯგუფება, რომელსაც ბაქოში ბახტიარ ალეკბეროვი ხელმძღვანელობდა, უცხოეთიდან იმართებოდა რელიგიურ-ექსტრემისტული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა დაჯგუფებამ რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამზადა და ისინი 22 ოქტომბერს დაბა ლოკბატანში გამოსცადა.

„ასევე დადგინდა, რომ პირთა ჯგუფი შეთანხმდა ტერაქტი მოეწყოთ ოპოზიციის მიტინგზე, რომელიც ბაქოში 28 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. 25 ოქტომბერს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები… რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღით წინააღმდეგობა გასწიეს, სპეცდაჯგუფებამ გაანადგურა, კანონმდებლობის შესაბამისად“, — ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0