მამრაძე: საქართველოში სომხეთის ელჩის დანიშვნას ერევანი აფერხებს

© photo: Sputnik / Asatur Esayancსომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სომხეთის ელჩის კანდიდატურა ორი ქვეყნის მთავრობების დონეზე შეიძლება შეთანხმდეს

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ორი ქვეყნის სამინისტროებისა და მთავრობების დიპლომატიურ შეცდომად იქცა საქართველოში სომხეთის ელჩად სერგეი მინასიანის დანიშვნის ისტორია, განუცხადა „Sputnik-სომხეთს“ საქართველოს პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ.

საქართველოსა და სომხეთის მედია-საშუალებები სერგეი მინასიანის ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს ჯერ კიდევ ზაფხულიდან განიხილავენ. ოთხშაბათს ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მინასიანს აკრედიტაციაში უარი უთხრეს, თუმცა საქართველოსა და სომხეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროებმა საინფორმაციო საშუელებებს ამ თემით სპეკულირებისგან თავის შეკავება ურჩიეს და განაცხადეს, რომ ელჩებთან დაკავშირებული საკითხები ყოველთვის საჯარო არის. თუმცა, საკითხი დღესაც ღია რჩება.

საგარეო საქმეტა სამინისტრო - Sputnik საქართველო
მასმედია: საქართველომ სომხეთის ახალ ელჩს აკრედიტაცია არ მისცა

„საჯარო განხილვამდე ყველაფრის მიყვანა არ შეიძლებოდა. ეს არის ორივე მხარის დიპლომატიური შეცდომა, რომლის კეთილი ნების არსებობისას სწრაფად გადაწყვეტა შეიძლება“, — განაცხადა მამრაძემ.

მისი თქმით, ელჩისთვის აგრემანის [ერთი სახელმწიფოს მთავრობის თანხმობა – მიიღოს თავის ქვეყანაში მეორე სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენელი] გადაცემის გადავადება და ამ საკითხის საჯარო განხილვა ნიშნავს, რომ პრეტენდენტი, რომელზეც არის საუბარი, აღარ დაინიშნება. თუმცა აქაც გამონაკლისი შეიძლება გაკეთდეს, თუ საკითხი უმაღლეს დონეზე გადაწყდება, მიიჩნევს ექსპერტი.

„ჩემთვის რთული წარმოსადგენია, რომ ამ საკითხში ქართული მხარეა დამნაშავე. ჩვეულებრივ ასეთი რამ არ ხდება, განსაკუთრებით მეგობარ ქვეყნებს შორის. როგორც წესი, ელჩის კანდიდატურა ზეპირად განიხილება და მხოლოდ ამის შემდეგ მედია-საშუალებებში ვრცელდება“, — განაცხადა მამრაძემ.

საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ბავრა - Sputnik საქართველო
საქართველო-სომხეთის საზღვარზე განახლებული საკონტროლო-გამშვები პუნქტი ამუშავდა

საქართველოს ისტორიაში მამრაძეს ორი ასეთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით შეფერხება შეიქმნა ან კანდიდატურა საერთოდ შეიცვალა. ერთხელ ეს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას მოხდა, მეორედ — სააკაშვილის დროს. მაგრამ ექსპერტს სომხეთსა და საქართველოს შორის ზეპირი შეთანხმების აშკარა დარღვევა აწუხებს.

„ან ზეპირი შეთანხმება დაირღვა, ან სომხურმა მხარემ ამ კანდიდატის დანიშვნა გადადო“, — განაცხადა მამრაძემ.

ის დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და სომხეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროები ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარებს არ გააკეთებენ, რათა საქმე სკანდალამდე არ მივიდეს, რადგან მომავალში იგივე ადამიანმა იმავე თანამდებობა სხვა ქვეყანაში შეიძლება დაიკავოს.

წმინდა ღვთისმშობლის ტაძარი ახტალაში, ლორე - Sputnik საქართველო
მიხეილ გიორგაძემ სომეხი რესტავრატორების მუშაობას მაღალი შეფასება მისცა

„ერთხელ ერთ-ერთ ქვეყანაში ერთ პიროვნებას ვაგზავნიდით, მაგრამ ამ ქვეყნის ელჩი ჩემთან მოვიდა და კანდიდატურის შეცვლა მთხოვა. მიზეზი კი ჩვენი კანდიდატის მხრიდან  ამ ქვეყნის მისამართით რამდენიმე მკვეთრი განცხადება გახდა. შედეგად სხვა ელჩი დაინიშნა“, — განაცხადა მამრაძემ.

პოლიტოლოგი სერგეი მინასიანი კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა.

საქართველოში სომხეთის ბოლო ელჩი იური ვარდანიანი იყო, რომელიც თანამდებობაზე 2014 წლის აგვისტოში დაინიშნა.

ქართულ-სომხური დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივნისიდან იღებს სათავეს.

„საქსტატის" მონაცემებით, სომხეთი საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0