ხანძარი ერევნის ქიმკომბინატში ჩამქრალია

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsხანძარი "ნაირიტში"
ხანძარი ნაირიტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარი ჩამქრალია ოთხივე რკინაბეტონის რეზერვუარში, რომლებიც ცეცხლის კერებს წარმოადგენდა.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ხანძარი ერევნის ქიმკომბინატ "ნაირიტში" მთლიანად ლიკვიდირებულია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.

ხანძარი "ნაირიტში" 28 აგვისტოს დღისით გაჩნდა.

"30 აგვისტოს დილის 09:30 საათის (ადგილობრივი დროით) მდგომარეობით ცეცხლის კერები ოთხივე რეზერვუარში აღარ არის. შექმნილია მათი გაცივების ავტომატური სისტემა", — აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში.

პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მორიგეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0