ძლიერი ხანძარი აზერბაიჯანში

© Sputnik / Murad Orujovხანძარი სამხედრო ნაწილში აზერბაიჯანში
ხანძარი სამხედრო ნაწილში აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანში, სამხედრო ნაწილის იარაღის საწყობში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის იარაღის საწყობში ხანძარი მოხდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხანძრის შედეგად ტერიტორიაზე აფეთქება გაისმა.

დაშავდა რამდემიმე ადამიანი, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადები ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ, იუწყება Риа Новости აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. თვითმხილველთა ინფორმაციით, დაზიანდა რამდენიმე სახლი.

აფეთქების გამო გადაკეტილია ბაქოდან რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი, ახლომდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მომხდარის მიზეზების დადგენისა და უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.

ყველა ახალი ამბავი
0