სომხეთის საგარეო უწყება სურამთან მომხდარი ავტოავარიის დეტალებს არკვევს

© photo: Sputnik / Asatur Esayancსომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძღოლს სომხეთიდან, რომელიც ავტომობილით დედა-შვილს დაეჯახა, 10 წლამდე პატიმრობა ელოდება.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არკვევს საქართველოში მომხდარი ავტოავარიის დეტალებს, რომლის შედეგად ქალი და ბავშვი დაიღუპნენ, იუწყება "Sputnik-სომხეთი" ქვეყნის საგარეო უწყების პრეს-მდივნის ტიგრან ბალაიანის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საქართველო-სომხეთის საზღვარი - Sputnik საქართველო
პოლიციამ ნინოწმინდაში საზღვრის დამრღვევი სომხეთის მოქალაქე დააკავა

"სომხეთის საელჩო საქართველოში ამ საქმით არის დაკავებული. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად უკავშირდება საელჩოს, დეტალები ჯერ არ არის. ველოდებით მომხდარის ვითარებაში გარკვევას", — განაცხადა ბალაიანმა.

საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დააკავეს სომხეთის მოქალაქე გ.ჩ., რომელიც 5 აგვისტოს სურამში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე ავტომობილ "ნისან ტილდათი" მოძრაობისას ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა, რომლებიც ტროტუარზე მიდიოდნენ. ქალი 38 წლის, ხოლო ბავშვი — 5 წლის იყო. ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თუ მძღოლის ბრალი დამტკიცდება, მას 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0