თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ერევანში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქვეყნის საგანგებო სამსახურის პრეს-ცენტრზე დაყრდნობით.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ერთ-ერთ დაშავებულს აფეთქებამ ტერფი წააცალა და ის ამ და სხვა მრავლობითი ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„32 წლის მამაკაცი ჭრილობებისგან გარდაიცვალა, ხოლო 20 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა ფასდება როგორც უკიდურესად მძიმე“, — ნათქვამია პრეს-ცენტრის განცხადებაში.
სპეციალისტებმა შემთხვევის ადგილზე ორი ნაღმი აღმოაჩინეს, მათგან ერთი დაშლილ მდგომარეობაში. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.