21:43 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვახტანგ კიკაბიძე

კიკაბიძე, მელაძე და პავლიაშვილი ბაქოში ფესტივალზე გამოვლენ

© Sputnik/ Oksana Dzadan
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
41 0 0

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "სიცხე-2017" ესტრადის ცნობილ ვარსკვლავებს შეკრებს

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე "სიცხე-2017", რომელიც ბაქოში 27-30 ივლისს ჩატარდება, გამოვლენ ისეთი ცნობილი ქართველი მომღერლები, როგორიც არიან ვახტანგ კიკაბიძე, სოსო პავლიაშვილი და ვალერი მელაძე, იუწყება "Sputnik-აზერბაიჯანი" ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მუსიკალური ფესტივალი ბაქოს ტურისტულ კომპლექს Sea Breeze-ში გაიმართება. ფესტივალის წამყვანი იქნებიან: 27 და 28 ივლისს ანდრეი მალახოვი და იანა ჩურიკოვა, ხოლო 29 და 30 ივლისს — მაქსიმ გალკინი და იანა ჩურიკოვა.

ფესტივალის გახსნაზე, 27 ივლისს გამოვლენ ვერა ბრეჟნევა, გრიგორი ლეპსი, ალექსეი ვორობიოვი, ლობოდა, იოლკა, ანი ლორაკი, ვალერია, ანიტა ცოი და სხვები.

28 ივლისს გაიმართება სოფია როტარუს შემოქმედებითი საღამო. სცენაზე ასევე გამოვლენ პოტაპი დანასტია კამენსკიხი, ტიმურ როდრიგეზი, სალავა, ვალერია, გრიგორი ლეპსი და სხვები.

29 ივლისს გაიმართება ალა პუგაჩოვას შემოქმედებითი საღამო, რომელზეც გამოვლენ ფილიპ კირკოროვი, გრიგორი ლეპსი, დიმა ბილანი, ვალერი მელაძე, კრისტინა ორბაკაიტე და სხვები.

ფესტივალის დახურვის დღეს, 30 ივლისს გაიმართება გრიგორი ლეპსის შემოქმედებითი საღამო, რომელზეც იმღერებენ ვახტანგ კიკაბიძე, სერგეი ლაზარევი, სტას პიეხა, სოსო პავლიაშვილი და სხვები.

პროექტის "სიცხე" ორგანიზატორი არიან ემინ აგალაროვი (EMIN), გრიგორი ლეპსი, სერგეი კოჟევნიკოვი.

ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი "სიცხე" პირველად 2016 წელს ჩატარდა. ფესტივალის დარბაზი ერთდროულად 10 ათას მაყურებელს იტევს. სპეციალურად ფესტივალისთვის ზღვის სანაპიროზე ამონტაჟებენ სცენას, რომელიც თავისი ზომითა და განათების გასაოცარ ეფექტს ახდენს.

მთავარი თემები