16:04 21 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
წიგნის დღეები საქართველოში

საქართველოში აზერბაიჯანელი მწერლების კრებული გამოიცა

© Sputnik/
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
19 0 0

მიმდინარე წლის შემოდგომაზე მკითხველს "თანამედროვე აზერბაიჯანული პროზის ანთოლოგიას" შესთავაზებენ.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოში აზერბაიჯანელი მწერლების ლიტერატურულ ნაწარმოებთა ახალი კრებული გამოიცა, იუწყება "Sputnik-აზერბაიჯანი" აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "აზერტაჯზე" დაყრდნობით.

კრებული სახელწოდებით "თანამედროვე აზერბაიჯანული პროზის ანთოლოგია" მომზადებულია აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის მთარგმნელობითი ცენტრის მიერ.

წიგნში თავმოყრილია XX საუკუნის აზერბაიჯანელი მწერლების მოთხრობები, რომლებიც ცნობილმა მწერალმა და მთარგმნელმა, სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა იმირ მამედლიმ თარგმნა.

წიგნის რედაქტორია ცნობილი მთარგმნელი მანანა ბოსტოღანაშვილი, წინასიტყვაობის ავტორია გამოჩენილი ქართველი მწერალი გურამ ოდიშარია. წიგნი გამოსცა სტამბა "ინტელექტმა".

წიგნის პრეზენტაცია თბილისში სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება.

მთავარი თემები