22:47 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
კომპოზიტორი გია ყანჩელი

სომხეთში გია ყანჩელის ფესტივალი გაიმართება

www.mfa.gov.ge
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
1510

ქართველმა კომპოზიტორმა „Sputnik-სომხეთს“ დილიჟანის, „მიმინოს“ და ფრუნზიკ მკრტჩიანის შესახებ უამბო.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ცნობილი ქართველი კომპოზიტორ გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ფესტივალი ერევანში 18-20 ივნისს ჩატარდება, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ორი სიმფონიური კონცერტი და ერთი კამერულის საღამო, სადაც გია ყანჩელის ნაწარმოები აჟღერდება.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომიწია სომხეთში ჩამოსვლა, რომელთანაც დაკავშირებულია ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი. მალე 82 წელი შემისრულდება, საიდანაც თითქმის ნახევარი დილიჟანის შემოქმედების სახლში გავატარე, სადაც ჩემი ექვსი სიმფონია დავწერე“, — განუცხადა „Sputnik-სომხეთს“ ყანჩელმა.
გარდა ამისა, ყანჩელმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ არამარტო იცნობდა ცნობილ სომეხ მსახიობ ფრუნზიკ მკრტჩიანს, არამედ ფილმ „მიმინოს“ გადაღებისას შემოქმედებით პროცესში „ჩაერია“.


„როდესაც ის თავის როლს ახმოვანებდა, კიკაბიძესთან საუბრის დროს უნდა ეთქვა, რომ საუკეთესო წყალი ლენინაკანშია… თურმე, ის იქ დაიბადა. და, როდესაც „მოსფილმში“ შემთხვევით აღმოვჩნდი, სამონტაჟოში შევედი და გავიგონე „ლენინაკანი“, დერეფანში რეჟისორ გიორგი დანელიას სალაპარაკოდ დავუძახე“, — იხსენებს კომპოზიტორი.
როგორც მაესტრო გამოტყდა, სწორედ მან დაარწმუნა დანელია, რომ ფრუნზიკს კადრში ეთქვა არა „ლენინაკანი“, არამედ „დილიჟანი“, რადგან ყანჩელი იქ წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
საბოლოო ჯამში სახალხო არტისტის წინადადება გაითვალისწინეს — ყველაზე გემრიელი წყალი გახდა დილიჟანის წყალი,  რა თქმა უნდა, სან-ფრანცისკოს შემდეგ.

მთავარი თემები