21:36 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ერევანი

ჭყონიასთვის ერევანში McDonald's-ის მშენებლობისთვის ადგილი ჯერ არ გამოუყვიათ

© Sputnik/ Arpi Beglaryan
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
5811

ქართველი ბიზნესმენი თემურ ჭყონია სომხეთის ხელისუფლებისგან თანხმობას ელოდება.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ქართველი ბიზნესმენი თემურ ჭყონია სომხეთის ტერიტორიაზე McDonald's-ის პირველი რესტორნის მშენებლობისთვის ადგილის შერჩევის საკითხზე ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, იუწყება „Sputnik–სომხეთი“. 

ჭყონიას რესტორნის გახსნა რესპუბლიკის მოედანთან, ერთ-ერთ პარკში სურს.

„ადგილი, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ, კითხვებს იწვევს. ჩვენ გვსურს, რომ პირველი რესტორანი ერევნის ცენტრში, ქვეყნის მთავარ მოედანზე განთავსდეს. ამ ეტაპზე ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, — განაცხადა ჭყონიამ.

თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობას ჯერ არ მიუღია. 

წინასწარი გეგმის მიხედვით, რესტორანი ორსართულიანი უნდა იყოს. გარდა ამისა, ის აუცილებლად უნდა განთავსდეს პრესტიჟულ ადგილზე, რაც McDonald's-ს შესაძლებლობას მისცემს ყოველწლიურ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. 

ჭყონია სომხეთში სულ ამერიკული კვების ქსელის შვიდი რესტორნის გახსნას გეგმავს. ამჟამად პროექტი რეალიზების სტადიაშია. რესტორნის მშენებლობისთვის 1500 კვადრატული მეტრის ფართობია საჭირო.

რესტორნის სომხეთში გახსნის საკითხი ორლანდოში (აშშ, ფლორიდის შტატი), McDonald's-ის ფირმის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა.

ცნობილი ქსელის პირველი რესტორანი თბილისში 1990-იან წლებში გაიხსნა. ამჟამად საქართველოში McDonald's-ის რამდენიმე რესტორანი მუშაობს. ბიზნესმენი საქართველოში აგრეთვე ფლობს Coca-Cola-ს ქარხანას და სხვა საწარმოებს.

მთავარი თემები