მუხთარლის მეუღლე საქართველოს მოქალაქეობაზე უარს აცხადებს

© photo: Sputnikპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ავღან მუხთარლის საქართველოს მოქალაქეობა უმოკლეს ვადებში მიანიჭოს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ოჯახის მიმართვა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ავღან მუხთარლის მეუღლესა და ბავშვებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლისა და ბავშვებისთვის ქვეყნის მოქალაქეობის წარდგენა სთხოვა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში მის დაკავებას საქართველოში სკანდალი მოჰყვა. მუხთარლის ოჯახი ამტკიცებს, რომ კვირის დასაწყისში ის გაიტაცეს თბილისიდან, ჩაუდეს ფული და ფარულად აზერბაიჯანში წაიყვანეს. ბაქოს სასამართლომ ოთხშაბათს მუხთარლის წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახს შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა მისცენ

"საქართველოს პრეზიდენტს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეობა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიანიჭოს ავღან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს, თუმცა ამისათვის აუცილებელია, რომ შესაბამისი დოკუმენტაციით მიმართოს ოჯახმა", – განაცხადა აბაშიშვილმა.

ამავდროულად, ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი თქვა.

"უარს ვაცხადებ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე. ეს ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვა აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე, მე კი ეს არ მინდა. საქართველოს მოქალაქეობის მიღება რომ მდომებოდა, ამას აქამდე გავაკეთებდი. გასულ წელს მივმართე ქართულ მხარეს ცხოვრების უფლების მიღებისთვის, რაზეც მიპასუხეს, რომ საშიში საქმეებით ვარ დაკავებული და ეს საქართველოს ინტერესებში არ შედის. ახლა აღარ ვარ საშიში, რადგან ჩემი მეუღლე დააკავეს? საჭირო არ არის შოუს მოწყობა, სჯობს, საქმე გამოიძიონ ისე, როგორც საჭიროა", – განაცხადა მუსტაფაევამ.

მუხთარლის საქმემ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქართული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისში მის მხარდასაჭერად პერმანენტულ აქციებს მართავენ. ისინი მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გამოიძიონ, თუ როგორ შეძლო პასპორტის გარეშე ადამიანმა ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. ჟურნალისტის მეუღლის თქმით, პასპორტი სახლშია.

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ავღან მუხთარლის საქმეზე ისაუბრა

ხუთშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა. მან კატეგორიულად უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებული არიან სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები. ქართული ოპოზიციის წარმომდგენლებმა მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დააკისრეს.

ვითარებაზე მწვავე რეაგირება მოახდინეს საქართველოს პარტნიორებმა. საქართველოში აშშ–ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ დიპლომატიური მისია თვალყურს ადევნებს მოვლენებს და უკვე მიიღო საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების დაცვის გარანტიები.

ასევე გამოთქვა შეშფოთება აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებულ ინციდენტზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. მისი განცხადებით, ევროკავშირი აკვირდება ვითარებას და დასკვნებს სრული სურათის მიღების შემდეგ გამოიტანს.

ყველა ახალი ამბავი
0