სომხეთი საქართველოში ახალ ელჩს დანიშნავს

© photo: Sputnik / Арам Нерсесянსერგეი მინასიანი
სერგეი მინასიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სომხეთის ელჩის თანამდებობაზე ლეგენდარულ შტანგისტს, იური ვარდანიანს პოლიტოლოგი სერგეი მინასიანი შეცვლის.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოში მალე სომხეთის ახალი ელჩი დაინიშნება, იუწყება „Sputnik-სომხეთი" გაზეთ „ჟამანაკზე" დაყრდნობით.

სომხეთის ელჩი საქართველოში, ლეგენდარული ძალოსანი იური ვარდანიანი - Sputnik საქართველო
სომხეთის ელჩი: ქართველს ათას კაცში ამოვიცნობ, ქართულ ღვინოს კი ყველა სხვას ვამჯობინებ

გამოცემის ინფორმაციით, თბილისში ელჩის თანამდებობაზე კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს, პოლიტოლოგ სერგეი მინასიანს დანიშნავენ.

„თანამდებობების არჩევნების შემდგომი განაწილების შემდეგ საქართველოში სომხეთის ელჩის თანამდებობაზე რამდენიმე პრეტენდენტი იყო. მათ შორის, ახსენეს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ერმინე ნაგდალიანი", — წერს გაზეთი.

ამჟამად საქართველოში სომხეთის ელჩია იური ვარდანიანი, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობას 2014 წლის აგვისტოში შეუდგა.

ყველა ახალი ამბავი
0