ერევანი ფოტოგამოფენას „საქართველო - ორმაგი ფურცლები“ მასპინძლობს

© photo: Sputnik / Laura Sarkisyan გამოფენა
გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერევანში ცნობილი ფოტოგრაფის, საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის იური მეჩითოვის ფოტოგამოფენა „საქართველო - ორმაგი ფურცლები“ იმართება.

ლაურა სარქისიანი

ძველი თბილისის პანორამები, ასაკოვანი ქალბატონების ნაღვლიანი თვალები და ახალგაზრდების ნათელი სახეები  - ამ ფოტოების ნახვა ერევნის ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში ერთი კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

„ეს ჩემი ცხოვრების, ცხოვრებასთან ჩემი ურთიერთობის ნაწილია. აქ გამოსახულია ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა. თითოეულ სურათს საკუთარი ისტორია გააჩნია“, — განაცხადა „Sputnik სომხეთის“ კორესპონდენტთან საუბრისას იური მეჩითოვმა.

საქართველოს ორმაგი ფურცლები ერევანში კვირის ბოლომდე დარჩება, შემდეგ ფოტონამუშევრების ავტორი ყაზახეთში მიემგზავრება. ალმათის მცხოვრებლებს გამოფენა 5 მაისიდან უმასპინძლებს. 

© SPUTNIK/ LAURA SARKISYANერევანში ფოტოგამოფენა „საქართველო - ორმაგი ფურცლები“ გაიხსნა. ფოტოგრაფი იური მეჩითოვი
ერევანში ფოტოგამოფენა „საქართველო - ორმაგი ფურცლები“ გაიხსნა. ფოტოგრაფი იური მეჩითოვი - Sputnik საქართველო
ერევანში ფოტოგამოფენა „საქართველო - ორმაგი ფურცლები“ გაიხსნა. ფოტოგრაფი იური მეჩითოვი

„მეჩითოვს პირველად 2012 წელს შევხვდი. იმ დროს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, და მეჩითოვი კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. მე მაშინ სომხეთის ელჩი ვიყავი და მასთან პროექტების განსახილველად მივედი, რომელთა განხორციელება კულტურის სამინისტროსთან ერთად გვინდოდა“, — უამბო „Sputnik სომხეთის“ კორესპონდენტს საქართველოში სომხეთის ყოფილმა ელჩმა ჰოვანეს მანუკიანმა.

„მაშინ ვიფიქრე, რომ ის თანამდებობიდან მალე წავიდოდა. ასეც მოხდა. თავისუფალი ადამიანი, მხატვარი, ჩინოვნიკის სავარძელში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, ის შემოქმედებას უზღუდავს“, — განაცხადა მანუკიანმა და დაამატა, რომ იმ შეხვედრის შემდეგ ისინი დამეგობრდნენ. 

© SPUTNIK/ LAURA SARKISYANერევანში ფოტოგამოფენა „საქართველო - ორმაგი ფურცლები“ გაიხსნა
ერევანში ფოტოგამოფენა „საქართველო - ორმაგი ფურცლები“ გაიხსნა - Sputnik საქართველო
ერევანში ფოტოგამოფენა „საქართველო - ორმაგი ფურცლები“ გაიხსნა

გამოფენა ორგანიზაცია „კავკასიური პარტნიორობის“ ინიციატივით იმართება. ორგანიზაცია როგორც საქართველოში, ისე სომხეთში სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას გეგმავს: პოლიტოლოგების, საზოგადო, პოლიტიკურ მოღვაწეთა და დიპლომატების მონაწილეობით მრგვალი მაგიდისა და კონფერენციების ჩატარებას.

„კავკასიური პატნიორობის“ პირველი ღონისძიება გახდა თბილისში გამართული ცნობილი სომეხი ფოტოგრაფისა და ფოტოჟურნალისტის გერმან ავაკიანის გამოფენა.

ყველა ახალი ამბავი
0