საქართველოდან სომხეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Игла უკანონოდ შეიტანეს

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშიИгла
Игла - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორმა მამაკაცმა სატვირთო ავტომობილით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Игла გადაიტანა.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა სომხეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში შეტანილი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Игла ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა,  ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ორი ადამიანის დაკავება და Игла-ს ამოღება წინასწარი ინფორმაციის შედეგად განხორციელდა, რომელიც სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო.  სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი იქნა  

საგამოძიებო იზოლატორი - Sputnik საქართველო
სომხეთის ელჩი ქართულ მხარეს ურანის გასაღებაში ბრალდებულის გათავისუფლებას სთხოვს

განხორციელებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად, აღმოჩენილი და ამოღებულია გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს Игла-ს ასამოქმედებელი ლულა 9М39 ტიპის რაკეტასთან ერთად. 

„წინასწარი გამოძიება გრძელდება.  მომხდარ ფაქტზე ტარდება შესაბამისი ზომები ყველა ვითარების და იმ ადამიანების გამოვლენის მიზნით, ვინც ამ საქმესთან არის დაკავშირებული“, — ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სომხეთის სსკ-ის   მუხლით „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა“, რომელიც ორიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს უშიშროების საბჭოს მხრიდან ოფიციალური კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაკეთებულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0