ალიევი: ბაქომ ევროკავშირს პარტნიორობის თაობაზე ცალკე დოკუმენტი შესთავაზა

© photo: Sputnik / Aleksey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშიილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის პრეზიდენტი
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული წინადადება ალიევმა ბაქოს მეხუთე გლობალური ფორუმის გახსნაზე დააყენა, რომელშიც 53 ქვეყნის 300 დელეგატი მონაწილეობს. მათ შორის არიან სახელმწიფოთა მოქმედი მეთაურები, ექს-პრეზიდენტები და ცნობილი პოლიტიკოსები.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ბაქომ ევროკავშირს არა ასოციაცირებაზე შეთანხმება, არამედ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ცალკე დოკუმენტი შესთავაზა, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ბაქოს V გლობალურ ფორუმში

აღნიშნული წინადადება ალიევმა ბაქოს მეხუთე გლობალური ფორუმის გახსნაზე დააყენა, რომელშიც 53 ქვეყნის 300 დელეგატი მონაწილეობს. მათ შორის არიან სახელმწიფოთა მოქმედი მეთაურები, ექს-პრეზიდენტები და ცნობილი პოლიტიკოსები.

"ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან. ჩვენი პოლიტიკა ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება. ჩვენ არ უნდა დავისახოთ არარეალური ამოცანები. იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირთა აასოცირების შეთანხმებაზე მოგვეწერა ხელი, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე ცალკე დოკუმენტი შევთავაზეთ. ეს ბალანსირებული, პროდუქტიული დოკუმენტი იქნება. ჩვენ საკუთარი პოლიტიკის ვითარების შესაბამისად ადაპტირებას ვახდენთ. აზერბაიჯანი ქვეყნებს შორის მასტაბილურებელ როლს ასრულებს", — განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ თებერვალში ბაქოში რუსეთისა და აშშ-ის გენერალური შტაბების შეხვედრა გაიმართა და აღნიშნა, რომ შეხვედრის ადგილად აზერბაიჯანის დედაქალაქი შემთხვევით არ შერჩეულა.

"რუსეთისა და აშშ-ის გენერალური შტაბების ხელმძღვანელები პირველად ბაქოში შეხვდნენ ერთმანეთს. აზერბაიჯანის შერჩევა ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა — ორივე მხარემ თავად მოგვმართა. ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. აზერბაიჯანი საიმედო პარტნიორია და დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, რასაც ჩვენი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ", — ხაზი გაუსვა ქვეყნის ლიდერმა.

შეგახსენებთ: აზერბაიჯანი 2008 წლიდან მონაწილეობს ევროკავშირის პროგრამაში "აღმოსავლეთ პარტნიორობა".

ყველა ახალი ამბავი
0