აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: ყარაბაღის ზავი 24 საათში 120-ჯერ დაირღვა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsმთიანი ყარაბაღი
მთიანი ყარაბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში მხოლოდ გასული ერთი დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება 120-ჯერ დაირღვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მთიანი ყარაბაღი - Sputnik საქართველო
საფრანგეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი განიხილეს

„თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა, გამოიყენეს რა მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები, ერთი დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება 120-ჯერ დაარღვიეს ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით“, — ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. დღეისათვის აზერბაიჯანს დაკარგული აქვს კონტროლი ყარაბაღზე.

ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესების დამცველად გვევლინება, ვინაიდან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0