15:04 23 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო მინისტრების შეხვედრა

საქართველო და აზერბაიჯანი უკანონო გადაზიდვებთან ბრძოლას იწყებენ

© Sputnik/ Александр Имедашвили
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
31 0 0

უკანონო გადაზიდვების ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება სხდომის ფარგლებში იქნა მიღწეული, რომელზეც საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში არსებული ვითარება განიხილეს.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. მიღწეულია შეთანხმება იმ უკანონო ავტოგადამზიდავებთან ბრძოლის თვალსაზრისით, რომლებიც  ახორციელებენ აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანას, ახალი ნებართვების ბლანკების დანერგვასთან დაკავშირებით, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“ საავტომობილო ტრანსპორტის სახელმწიფო სამსახურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

შეთანხმება მიღწეული იქნა საერთაშორისო საავტომობილო კავშირების საკითხებთან დაკავშირებით გამართული ქართულ-აზერბაიჯანული კომისიის ერთობლივი სხდომის ფორმატში. 

სხდომის პროცესში განხილული იქნა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში მიმდინარე ვითარება, მოხდა სტატისტიკური ინფორმაციების გაცვლა, განიხილეს სატვირთო გადამზიდავების პრობლემები და სხვა აქტუალური საკითხები.

მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ მოხდეს აუცილებელი ნებართვების რაოდენობის განსაზღვრა საავტომობილო და სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისთვის, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების შესაბამისი დინამიკის გათვალისწინებით.

სხდომის შედეგების საფუძველზე, ხელი მოეწერა შესაბამის ოქმს.

 

 

 

მთავარი თემები