სომხეთში საქართველოს 40 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsთოვლიანი ერევანი
თოვლიანი ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ეთნიკურად სომეხია, რომლებმაც უარი არ თქვეს საქართველოს მოქალაქეობაზე და მიგრანტებად არიან მიჩნეული.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოში სომხეთის 1 980 მოქალაქე ცხოვრობს, სომხეთში კი საქართველოს დაახლოებით 41 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ გამოცემა The Financial-ის კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით.

ავტორები, გააანალიზეს რა ე.წ. მიგრაციის გრავიტაციული მოდელი საქართველოდან სომხეთში და სომხეთიდან საქართველოში მიგრაციული ნაკადის მაგალითზე, მივიდნენ დასკვნამდე, რომ საქართველოს მცხოვრებლებისთვის საბჭოთა წლები რეპატრიაციისთვის მიზეზი არ ყოფილა, რადგან საქართველო სსრკ-ის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყო. სამხრეთ მეზობელ ქვეყანაში 2 ათასზე ნაკლები ქართველი ცხოვრობდა, წერს გამოცემა.

1990 წლიდან ვითარება შეიცვალა და 1995 წლისთვის სომხეთში საქართველოს დაახლოებით 28 ათასი მოქალაქე გადავიდა, ხოლო 2000 წლისთვის მიგრანტების რაოდენობამ 47 ათასი ადამიანი შეადგინა.

„2015 წელს საქართველოში მცხოვრები სომხეთის 1980 მოქალაქე იყო იმ დროს, როდესაც სომხეთში საქართველოს თითქმის 41 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. როგორ შეიძლება ასე იყოს, როდესაც საქართველოს თანამედროვე, დასავლეთზე ორიენტირებული ეკონომიკის მოდელი აქვს და ევროკავშირში მიღების გზაზეა, ხოლო სომხეთი არის ქვეყანა, რომელსაც არა აქვს ზღვაზე გასასვლელი და მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული, მეზობელი ოთხი ქვეყნიდან არ ვაჭრობს სამთან?“ — აცხადებენ კვლევის ავტორები.

ამ ფაქტის სიმართლესთან ყველაზე მიახლოებული ახსნა ისაა, რომ სომხეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ეთნიკურად სომეხია, რომლებიც სომხეთში 1990-იან წლებში გადავიდნენ, ინტეგრირდნენ სომხურ საზოგადოებაში, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ თქვეს.

ისინი კვლავ სომხეთში მცხოვრებ ქართველ მიგრანტებად ჩაითვლებიან იმ დროს, როდესაც ისინი სინამდვილეში სომხეთში მცხოვრები სომხები არიან, რომლებიც,  კულტურულ-ეკონომიკური თვალსაზრისით, არსებითად, განუყოფელი არიან თავისი თანამემამულეებისგან, ასკვნის გამოცემა.

© © The Financialსაქართველოს მოქალაქეები სომხეთში, გრაფიკი
საქართველოს მოქალაქეები სომხეთში, გრაფიკი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები სომხეთში, გრაფიკი

გამოცემა სომხეთსა და საქართველოში ხელფასებს ადარებს სომხეთის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში საშუალო ხელფასი საქართველოს მაჩვენებელს ცოტა სჭარბობს. 2014 წელს საქართველოში საშუალო ხელფასი დაახლოებით 282 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო სომხეთში — 303 აშშ დოლარს.

მიუხედავად ამისა, როგორც The Financial-ი აღნიშნავს, წყაროების უმრავლესობიდან გამომდინარე, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტია, ვიდრე სომხეთში.

გრავიტაციული მოდელი აღწერს სოციალურ და ეკონომიკურ ურთიერთქმედებებს სივრცობრივ ობიექტებს შორის (ქალაქები, რეგიონები, ქვეყნები). კვლევა გამოიყენება ურბანიზაციის პროცესების, მრეწველობის განთავსების, ექსპორტ-იმპორტის ურთიერთკავშირებისა და მოსახლეობის მიგრაციის კვლევის დროს.

ყველა ახალი ამბავი
0