17:57 23 თებერვალი 2017
პირდაპირი ეთერი
ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობის დაწყება

„გაზპრომი“ ბუნებრივი აირის „სამხრეთ დერეფანთან“ მიერთების პერსპექტივებს განიხილავს

© FB / Giorgi Kvirikashvili
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
26 0 0

„თურქული ნაკადის“ ამოქმედების შემდეგ მოსკოვმა ბუნებრივი აირის თავის ახალ ჰაბად უკრაინის ნაცვლად თურქეთის გადაქცევა განიზრახა.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. „ტრანსადრიატიკულ გაზსადენთან“ (TAP) „გაზპრომის“ მიერთება კომპანიას ევროპელ მომხმარებლებთან დააახლოებს, განუცხადა „Sputnik —აზერბაიჯანს“ პოლიტიკური და ეკონომიკური კომუნიკაციების სააგენტოს წამყვანმა ანალიტიკოსმა მიხაილ ნეიჟმაკოვმა რუსული ნავთობის კომპანიის აზერბაიჯანულ პროექტში ჩართვის შესაძლებლობებზე საუბრისას.

რუსული „გაზპრომი“ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით გაზსადენების Poseidon და TAP-ის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს.

ნეიჟმაკოვის თქმით, TAP-თან მიერთება ევროპელი მომხმარებლების ნაწილისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების მარშრუტის მოძიების საშუალებაა, რომელიც პრობლემური უკრაინის ტერიტორიას ჩაანაცვლებს.

„მონაწილეობა ამ პროექტში „გაზპრომს“ ბელგიურ Fluxys-თან დააახლოებს. უკანასკნელი კი TAP-ის აქციების 19%-ის მფლობელია და უკანასკნელ პერიოდში რუსეთის მიერ განხორციელებული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ისადმი ინტერესს ამჟღავნებს, რის შესახებ განაცხადა ბელგიური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა პასკალ დე ბიუკმა“, — განაცხადა ანალიტიკოსმა.

შესაძლოა, აღნიშნა ანალიტიკოსმა, TAP-ისადმი „გაზპრომის“ ინტერესი „ჩრდილოეთის ნაკადის 2“-ის რეალიზაციისას წარმოქმნილ დაბრკოლებებთან გერმანიას უფრო აქტიური ბრძოლისკენ უბიძგებს. პოლიტოლოგის თქმით, რუსული ბუნებრივი აირის წყალობით გერმანიას თვითონ სურს გახდეს ბუნებრივი აირის მსხვილი ჰაბი. TAP-ის მეშვეობით იტალიაში მოხვედრილი რუსული „ცისფერი საწვავი“ იქიდან შეიძლება მოხვდეს ავსტრიაში, სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში.

„ბერლინში უსათუოდ ვარაუდობენ, რომ ამ ქვეყნებიდან ზოგიერთში მაინც მოხვდება ბუნებრივი აირი, რომელიც გერმანიის გავლით გაივლის. ამგვარად, TAP-ისადმი „გაზპრომის“ ინტერესს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ისთვის ხელშეწყობა შეუძლია“, — მიაჩნია მას.

ამასთან ნეიჟმაკოვმა აღნიშნა, რომ ბერლინის ამავე ფაქტორს შეუძლია დაბრკოლებები შექმნას რუსული კორპორაციისთვის TAP-თან წვდომის კუთხით. მისი თქმით, თუ ჯერჯერჯობით ამის ფორმალური საბაბი არ ჩანს, ასეთი საბაბი მომავალში შეიძლება მოიძებნოს.

„რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის ბუნებრივი აირის მიწოდებას სამხრეთ ევროპის ქვეყნებში აპირებს, რომლებთან დიდი ხანია თანამშრომლობს რუსეთი. თუმცა TAP-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებას სხვა კუთხითაც შეიძლება შევხედოთ — ორივე ქვეყნისთვის პოზიტიური ასპექტების მხრივ და არა მხოლოდ კონკურენციის კუთხით“, — განაცხადა მან.

მაგალითად, აღნიშნა პოლიტოლოგმა, „ტრანსადრიატიკული გაზსადენისთვის“ კიდევ ერთი მომწოდებლის გამოჩენა გააქარწყლებს კითხვებს იმის შესახებ, ეყოფა თუ არა პროექტს „შაჰდენიზის“ რესურსები.

მთავარი თემები