ბაქოში გაზსადენს ცეცხლი გაუჩნდა

© Photo: Courtesy of Elsever Aliyevსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველების თქმით, აფეთქების ხმა რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე დასახლებულ პუნქტებშიც ისმოდა.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ბაქოს გაზსადენზე მომხდარმა აფეთქებამ ძლიერი ხანძარი გამოიწვია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

„დაახლოებით 10 საათზე ბაქოს გარადაგის რაიონში ძლიერმა ხანძარმა იფეთქა, რომელიც დაბა სანგაჩალის ტერიტორიაზე გამავალ გაზსადენზე მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია… შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით ტექნიკა და მეხანძრეები“, — განაცხადეს საგანგებო სიტუაციათა  სამსახურში.

როგორც თვითმხილველები იუწყებიან, აფეთქების ხმა რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე დასახლებულ პუნქტებშიც კი გაიგონეს.

ყველა ახალი ამბავი
0