ბაქოში ქარხანაზე თავდასხმა მოხდა, ორი მცველი დაჭრილია

© photo: Sputnik / Али Кямал / გადასვლა მედიაბანკშიაზერბაიჯანის პოლიცია
აზერბაიჯანის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქარხანაში ოთხი ადამიანი შეიჭრა, ერთ-ერთი მცველი დანით დაჭრეს, მეორეს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.

თბილისი, 5 დეკემბერი— Sputnik. ბაქოში გარადაგის რაიონში მდებარე ქარხანაზე თავდასხმა მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „აპა“-ზე დაყრდნობით.

„ბაქოში ქარხანაზე თავდასხმა მოხდა. სახილის დასახლებაში მდებარე ქარხანაში ოთხი ადამიანი შეიჭრა. ერთ-ერთი მცველი რუსლან ღარიბ ოღლუ გაჯიევი უცნობებმა დანით დაჭრეს. მეორე მცველს რაჰიმ არიფ ოღლუ რაგიმოვს ბოროტმოქმედებმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს“, — იუწყება სააგენტო.

ეჭვმიტანილთა ვინაობის დასადგენად და მათ დასაკავებლად პოლიცია ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0