17:58 23 თებერვალი 2017
პირდაპირი ეთერი
შაჰინ მუსტაფაევი და გიორგი კვირიკაშვილი

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა

FB / Георгий Квирикашвили
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
25 0 0

აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში 183 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც უცხოური პირდაპირი ინვესტიციების საერთო მოცულობის 34%-ია.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევთან შეხვედრები გამართეს.

მხარეებმა ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის თაობაზე ისაუბრეს.

„გადაწყდა, მაქსიმალურად გაღრმავდეს თანამშრომლობა ტურიზმის განვითარების კუთხით და მომავალ წელს მაქსიმალურად დიდი ენერგია ჩაიდოს ამ მიმართულებით. უახლოეს მომავალში ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენები ერთობლივ ბიზნესპროექტებს დაიწყებენ იმ მიზნით, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკები ოფრო პროგრესული გახდეს“, — განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში მაია მიქელაძემ.

კვირიკაშვილთან შეხვედრისას მუსტაფაევმა მას საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება მიულოცა.

სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მიზნით, მხარეები სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც ორი ქვეყნის ბაზრებზე პოტენციურ პროდუქციას განსაზღვრავს.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქთი მომავალ ფორუმზე, რომელიც 16 ნოემბერს გაიმართება სტამბოლში და რომელშიც სამი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ: „საქსტატის“ ინფორმაციით, აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში 183 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც უცხოური პირდაპირი ინვესტიციების საერთო მოცულობის 34%-ია. ასე რომ, აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად გვევლინება.

მთავარი თემები