ბაქოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Murad Orujovსასწრაფო დახმარების მანქანა ბაქოში
სასწრაფო დახმარების მანქანა ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
Man-ის მარკის სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც საქართველო მოქალაქე მართავდა, Hyundai Accent-ის მსუბუქ მანქანას შეეჯახა. ავტომანქანაში მყოფი დედა-შვილი ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა ორშაბათს ბაქოში, საბუნჩინის რაიონში, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ რაიონის პოლიციის სამმართველოზე დაყრდნობით. 

ბაქოში, ბალახანის დასახლებაში Man-ის მარკის სატვირთო მანქანა, სახელმწიფო ნომრით 90 CS 649, რომელსაც საქართველოს მოქალაქე არიფ ნურიევი მართავდა, ავტომანქანა Hyundai Accent-ს დაეჯახა, სადაც 1978 წელს დაბადებული ლეილა სოლტან გიზიმარდანოვა და მისი 2007 წელს დაბადებული ვაჟი ისხდნენ. მსუბუქი ავტომანქანის მგზავრები ადგილზე დაიღუპნენ. 

მომხდარის მიზეზებს ბაქოს პოლიცია იძიებს.

ყველა ახალი ამბავი
0