აზერბაიჯანში სამი წლის ბავშვი კერძო სახლში აფეთქებისას დაიღუპა

© photo: Sputnik / Murad Orujovსასწრაფო დახმარების მანქანა ბაქოში
სასწრაფო დახმარების მანქანა ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, მუშვიგ გურბანოვის კუთვნილ ორსართულიან სახლში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანში, კერძო სახლში მომხდარმა აფეთქებამ სამი წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ბაქოს საინფორმაციო სააგენტო АПА-ზე დაყრდნობით.

„აბშერონის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, კერძო საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მუშვიგ გურბანოვის კუთვნილ ორსართულიან სახლში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია“, — იუწყება სააგენტო.

აფეთქების შედეგად სახლის მფლობელის სამი წლის ბავშვი დაიღუპა. მუშვიგ გურბანოვი, მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

ყველა ახალი ამბავი
0