აზერბაიჯანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საელჩოში აძლევენ ხმას

© photo: Sputnik / Валерий Шустов / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქოში მდებარე საქართველოს საელჩოში საარჩევნო უბანი გაიხსნა აზერბაიჯანში მცხოვრები ან დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აზერბაიჯანში იმყოფებიან, ხმას საქართველოს საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე აძლევენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" სააგენტო „ტრენდზე“ დაყრდნობით.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო: 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8,34%-ია

„საპარლამენტო არჩევნებისთვის ბაქოში მდებარე საქართველოს საელჩოში საარჩევნო უბანი გაიხსნა აზერბაიჯანში მცხოვრები ან დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება“, — ციტირებს სააგენტო აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს განცხადებას.

საელჩოში გახსნილი საარჩევნო უბნის ცნობით, ხმის მიცემის შედეგები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება.

ყველა ახალი ამბავი
0