აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი ტარდება

© photo: Sputnik / Valery Shustrov / გადასვლა მედიაბანკშიბაქოს პანორამა
ბაქოს პანორამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მოქალაქეებს მოუწევთ გადაწყვიტონ სურთ თუ არა საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის გაზრდა ხუთიდან შვიდ წლამდე და სხვა საკითხები.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ორშაბათს აზერბაიჯანში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე რეფერენდუმი ტარდება. აზერბაიჯანის ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე გაიხსნა 5627 უბანი, სადაც რეფერენდუმის მონაწილეები ხმას აძლევენ.

ქვეყნის ტერიტორია 125 საარჩევნო ოლქადაა დაყოფილი. როგორც საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცესკოში აცნობეს, ამომრჩეველთა რიცხვი 5,26 მილიონს აჭარბებს. 

დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში მესამე რეფერენდუმზე მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო უფლებამოსილების 5-დან 7 წლამდე გაზრდის, აზერბაიჯანში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის აუცილებლობისა და სახელმწიფო მეთაურისა და დეპუტატობის კანდიდატებისათვის ასაკობრივი ცენზის მოხსნის შესახებ. 

აზერბაიჯანი - Sputnik საქართველო
რეფერენდუმზე კენჭისყრისთვის აზერბაიჯანი უბნებს 40 ქვეყანაში გახსნის

თავისი აზრის დაფიქსირება ამ საკითხებზე საზღვარგარეთ მცხოვრებ აზერბაიჯანელებს 29 ქვეყნის  38 დიპმისიაში გახსნილ უბნებზე შეეძლებათ. მათი რაოდენობა განსაკუთრებით დიდია მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში. 

29 პუნქტისაგან შემდგარი ბიულეტენი გაუქმებულად ჩაითვლება, თუ შემოხაზული იქნება ორივე პასუხი „დიახ“ და „არა“ ან საერთოდ არც ერთი. 

საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება,  თუ მასში ამომრჩეველთა სულ მცირე 25% მიიღებს მონაწილეობას. 

რეფერენდუმზე გამოტანილი საკითხები მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს რეფერენდუმზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი. 

აზერბაიჯანის ცესკო აპირებს პლებისციტის შედეგები 21 ოქტომბრამდე გამოაცხადოს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0