ერევანში ამბოხებულებმა ერთი მძევალი გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Асатур Есаянцსიტუაცია ერევანში
სიტუაცია ერევანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ერევანში საპატრულო-საგუშაგო პოლკის სამსახურის შენობაში 5 მძევალი რჩება.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. შეიარაღებული დაჯგუფების წარმომადგენლებმა ერევანში აღებული პოლიციის შენობიდან ერთ-ერთი მძევალი გაათავისუფლეს, იუწყება Sputnik სომხეთი. 

ამჟამად პოლიციის შენობაში მძევლად კვლავ რჩება ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციის უფროსის ორი მოადგილე ვართან ეგიაზარიანი და ვალერი ოსიპიანი. 

მანამდე, სომხეთის უშიშროების სამსახური იტყობინებოდა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ორი მძევლის გათავისუფლება მოხერხდა. 

17 ივლისის დილით შეიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციისა და შინაგანი ჯარის შენობა აიღო და მძევლები აიყვანა. ისინი ითხოვენ იარაღის უკანონო შეძენისა და შენახვის ბრალდებით დაკავებული სომხური ოპოზიციური სამოქალაქო ინიციატივის „დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას. 

პოლიციის შენობის აღებისას მოკლეს პოლიციის პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი, დაჭრილი არიან პოლიციის პოლკოვნიკი არამ ოვანისიანი, პოდპოლკოვნიკი გრაჩ ოსეგიანი და ზემდეგი გაგიკ მკრტიჩიანი.

ყველა ახალი ამბავი
0